
თავისუფლების ახალი ფორმულა: Defender OCTA-ის დებიუტი ფარავნის ტბაზე
ბრიტანული ხასიათი, შეუვალი სიმტკიცე და ინოვაცია – ეს არის ახალი Land
Rover Defender OCTA. ავტომობილი, რომელიც გიბიძგებს გადააბიჯო საკუთარ
საზღვრებს და სამყაროს სხვა მხრიდან შეხედო. OCTA-ს გულისცემა BMW-ს
მიერ წარმოებული ძრავია. ის მხოლოდ და მხოლოდ 3,8 წამში ახერხებს სიჩქარე
100 კმ/სთ-მდე ასწიოს. დიახ ეს დაუჯერებელია, თუმცა OCTA-ს მთავარი ხიბლი
მხოლოდ სისწრაფე არ არის და ვერც იქნება, რადგან მისი შინაარსი სრულიად
სხვაა. ეს ავტომობილი ექსტრემალური რელიეფისთვის და
თავგადასავლებისთვის არის შექმნილი. იმისთვის, რომ რთულ გზებზე იაროს და
ასევე იმისთვის, რომ იაროს იქ, სადაც გზები საერთოდ არ არის.
DEFENDER OCTA არის ყველაზე სწრაფი და მძლავრი DEFENDER-ი რაც კი
ოდესმე შექმნილა. წარმოიდგინეთ რამხელა პრივილეგიაა ამ ავტომობილის
მართვა მათთვის, ვინც OFF-Road-ითაა გატაცებული. და კიდევ უფრო დიდი
პრივილეგიაა, როცა OFF-Road-ით ხარ გატაცებული და ექსკლუზიური
საშუალება გაქვს ამ ავტომობილის Pre–Production მოდელი საკუთარი თვალით
ნახო და მის შესაძლებლობებს გაეცნო.
… და სწორედ ეს მოხდა ფარავნის ტბაზე!
GT მოტორსმა ქართველ მომხმარებელს საჩუქარი გაუკეთა და DEFENDER OCTA-
ს მოულოდნელი და ექსკლუზიური წარდგენით დიდი პრივილეგია მიანიჭა
ადგილზე შეკრებილ ასობით ადამიანს, რომლებიც DEFENDER Community-ს
წარმოადგენენ. ამ დღის მთავარი მიზანი სწორედ ამ Community-ის გაფართოება
იყო და თამამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე შედგა!
GT მოტორსმა დაუვიწყარი დღესასწაული გამართა იმ გამორჩეული OFF-Road-
ერებისთვის, რომლებიც სწორედ DEFENDER-ს მიანდობენ საუკეთესო
შეგრძნებებს და იციან, რომ აუცილებლად გაუმართლებთ. ფარავნის ტბაზე
DEFENDER Community-ს ასობით წარმომადგენელს ჯავახური
სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხებით შექმნილი პიკნიკი დახვდათ,
მოეწყო სპეციალურად ჭაობში შემუშავებული off-road აქტივობა. ამ დროს
ფარავანზე იყვნენ ასევე სპეციალურად ამ მოვლენის გასაზიარებლად ჩასული
Land Rover-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რომელთა გამოცდილებამაც
უზრუნველჰყო სტუმრებისთვის საუკეთესო off-road გამოცდილება.
ფარავანზე მომხდარი ამბავი, რომლის ორგანიზატორიც GT მოტორსი იყო, არ იყო
ჩვეულებრივი მოვლენა, ან უბრალოდ მორიგი სათავგადასავლოო ტური. ეს იყო
უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელმაც საქართველო აქცია ერთ-ერთ პირველ
ქვეყნად, სადაც მომხმარებელს წინასწარ მიანიჭეს პრივილეგია, რომ საკუთარი
თვალით ენახათ ავტომობილი, რომელმაც სრულიად ახალ ერას უნდა მისცეს
დასაბამი და უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს DEFENDER-ის და
ზოგადად LAND ROVER-ის წარმოებაში.
…და ეს ყველაზე კარგად სწორედ ჯავახეთში შეკრებილებს ეცოდინებოდათ.
დიახ, ნამდვილად ასე იქნებოდა, რადგან ყველამ ვინც DEFENDER-ს მართავს
იცის, თუ რამხელა იმედები მყარდება ახალ OCTA-ზე, რომელმაც როგორც
პროგნოზირებენ რევოლუცია უნდა მოახდინოს და ამ ავტოლმობილის
შინაარსიით გამოწვეული შეგრძნებები და ემოცია სრულიად ახალ ეტაპზე
გადაიყვანოს.