

მომხმარებელთა საყურადღებოდ
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, პროდუქტის (საქონელი/მომსახურება), მისი შეძენის,
მიწოდებისა და სხვა ზოგადი სტანდარტული პირობების შესახებ.
მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია
მოვაჭრის სახელწოდება: შპს „ჯი-თი მოტორს“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206276340
იურიდიული მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N155
ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #155, #151, #163, #216; ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის #21.
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ტელეფონის ნომერი: +995 322 595 000
პროდუქტის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სერვისის მრჩეველისგან/გაყიდვების მენეჯერისგან, რომელიც საჭიროების
შესაბამისად შეგირჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს, მოგაწვდით მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა:
საქონლის შეცვლის/შეკეთების საჭიროების შემთხვევაში მომსახურე ობიექტის დასახელება:
BMW MINI შოურუმი – მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N216;
Ford შოურუმი- მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N163;
Suzuki შოურუმი – მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N216;
Jaguar Land Rover შოურუმი – მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N155;
ბათუმის სერვის ცენტრი – მისამართი: ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #21.
ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შოურუმში განთავსებულ საქონელზე დატანილ ფასმაჩვენებელზე, ხოლო სხვა პროდუქტის ფასის თაობაზე დეტალურ მონაცემებს მოგაწვდით სერვის-მრჩეველი/გაყიდვების მენეჯერი. დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია მიეთითება ინვოისში.
ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარ, მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ პროდუქტს, შეამოწმებთ ხარისხსა და
შესაბამისობას თქვენს მოთხოვნებთან. მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესაძლოა
განისაზღვროს ანგარიშსწორების განსხვავებული პირობა.
მიწოდება განხორციელდება შპს “ჯი-თი მოტორსის” სერვის ცენტრში.
შპს „ჯი-თი მოტორს“ ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების
დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვალდებულებების შესრულების წესები
შპს „ჯი-თი მოტორს“ ვალდებულია გადმოგცეთ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი. მიღებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს შპს „ჯი-თი მოტორსის“ მიერ თქვენთვის მოწოდებულ არსებით მახასიათებლებს.
მომსახურება/სერვისი:
მომსახურების შესრულება: შპს „ჯი-თი მოტორს“ ვალდებულია გასწიოს ის მომსახურება, რომელიც შეთანხმებით არის განსაზღვრული.
დამატებითი ვადა: თუ მომსახურების მიწოდება არ ხდება შეთანხმებულ ვადებში და მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმებული დამატებით დადგენილი გონივრული ვადაც უშედეგოდ გავა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ფასის ადექვატური შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
კანონისმიერი გარანტია:
საქონელზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია მისი გადაცემიდან 2 წლის ვადით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტის გადმოცემისას შპს „ჯი-თი მოტორსთან“ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ გადმოგეცათ პროდუქტი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.
შპს „ჯი-თი მოტორსის“ მიერ გაცემული კანონისმიერი გარანტიის პირობები არ ეხება ისეთ დაზიანებებს, რომელიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციის წესების დარღვევით; ასევე, დაზიანებებს, რომელიც გამოწვეულია გამყიდველის სერვისში დადგენილი საგარანტიო პირობების და სავალდებულო პერიოდული რეგლამენტირებული სერვისების ვადების
დარღვევით; ისეთ საქონელზე, რომელსაც აღენიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედების კვალი.
კომერციული გარანტია:
თუ მოსაწოდებელ საქონელზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია, ამის თაობაზე გეცნობებათ დამატებით. თქვენ
უფლება გაქვთ მოითხოვოთ საგარანტიო პირობების გადმოცემა წერილობითი ფორმით. გაითვალისწინეთ, რომ
კომერციული გარანტია არ შეიძლება ზღუდავდეს თქვენს კანონიერ უფლებებს.
საგარანტიო მომსახურების შეუფერხებლად მიღების უზრუნველსაყოფად, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობები.
მოვაჭრე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ფორსმაჟორული ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, დამაბრკოლებელი გარემოების/პირობის აღმოფხვრამდე.
გაწეული მომსახურებასა ან მოწოდებული საქონელთან დაკავშირებული პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ
წერილობითი ფორმით, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი N163 ან ელ. ფოსტის მეშვეობით, მისამართზე
[email protected]. პრეტენზიის განხილვის ვადა: 30 კალენდარული დღე.
პატივისცემით,
შპს “ჯი-თი მოტორს”