
MINI Georgia: მომავლის ხმა მოძრაობაშია
Mini თავისი შინაარსით მანიფესტია. ეს არის ბრენდი ადამიანებისთვის, რომელთაც
განსხვავებულად აზროვნება მოსწონთ. მისი ისტორია სავსეა თამამი
გადაწყვეტილებებით. Mini ამბობს, რომ მცირე ფორმატსაც შეუძლია დიდი გავლენა
იქონიოს და მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას მსოფლიოში. ეს არის ავტომობილი მცირე
ზომით, მაგრამ ბევრი და მრავლისმთქმელი იდეით. სწორედ ამიტომ, ის ძალიან ახლოსაა
კრეატიულ ინდუსტრიასთან და ეხმიანება მათ, ვინც შაბლონებს მიღმა ფიქრობს და
აზროვნებს… ვისაც სჯერა, რომ იდეებშია რეალური ძალა და არა მხოლოდ სიჩქარეში…
ამ ფასეულობებს თუ გავითვალისწინებთ, არცაა გასაკვირი, რომ Mini Georgia იყო Young
Lions Georgia-ს წლის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. GT მოტორსმა წელს ამ მოვლენის
Design კატეგორიის მხარდაჭერა არჩია, რაც იდეალურად ეხმიანება მის ვიზუალურ
ხასიათსა და სიყვარულს ინოვაციებისადმი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის წლევანდელი გამარჯვებულები სააგენტო Holy
Motors-ის წარმომადგენლები – ნინო ყაველაშვილი და დანიელ გრიგორიანი, GT
მოტორსისა და MINI-სგან არამხოლოდ დაფასებას, არამედ მხარდაჭერას მიღებენ. MINI
ზრუნავს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაზე და იმაზე, რომ
მოფრენილი და გაგონილი კარგი იდეები ისევ არ გაფრინდნენ და კვალი დატოვონ.
შესაბამისად, MINI Georgia აპირებს რეალურად გამოიყენოს ეს იდეები კომუნიკაციაში,
რათა მათ პრაქტიკული მნიშვნელობა და რეალური გავლენა ჰქონდეთ. ადგილობრივი
კომუნიკაციის გარდა MINI Georgia ამ იდეების გაზიარებას სათავო ოფისთანაც გეგმავს,
რათა მათ შესახებ სხვა მარკეტერებმაც გფაიგონ.
GT მოტორსის მარკეტინგის დირექტორი ელა კამლაძე, რომელიც თავადაც ყოფილა
Young Lions Georgia-ს მონაწილე კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს და სჯერა, რომ ამ სფეროში საქართველოს ახალ თაობას დიდი
პოტენციალი აქვს და შესაბამისად მხარდაჭერაც სჭირდება. ის ამბობს, რომ კრეატიული
ინდუსტრია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი
გაძლიერება კი ნიშნავს უფრო კონკურენტუნარიანი ბრენდების, ინოვაციური
მარკეტინგული გადაწყვეტილებებისა და გლობალურად აღიარებული ნამუშევრების
შექმნას.
ელა კამლაძე, GT მოტორსის მარკეტინგის მენეჯერი: „მჯერა, რომ ინოვაციური და
კრეატიული იდეები ხშირ შემთხვევაში სწორედ ახალგაზრდა პროფესიონალებისგან
მოდის. მათი განვითარების ხელშეწყობა კი ნიშნავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ
კარიერულ განვითარებას, არამედ მთლიანად ქართული კრეატიული სივრცის
გაძლიერებას”.
MINI-სა და Young Lions Georgia-ს პარტნიორობა ის მომენტია, როცა კრეატიული
ახალგაზრდების ხმას რეალური ძალა ეძლევა და ისეთი ბრენდები, როგორიც MINI-ა უკვე
პირდაპირი მნიშვნელობითა და პრაქტიკული თვალსაზრისით იქცევიან ხოლმე
შთაგონების წყაროდ… Young Lions Georgia ხომ სწორედ ის პლატფორმაა, სადაც
კრეატიული ინდუსტრიის ახალი თაობის ხმა ყველაზე კარგად ისმის და ახლა კი ამ ხმას
ილიასეული „მოძრაობა, და მარტო მოძრაობა“ სჭირდება. MINI კი წარმოადგენს ძრავს ამ
მოძრაობაში.